დაძაბულობა კოსოვოში

სერბეთი კოსოვოში საკუთარი შეიარაღებული ძალების განთავსებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა გააკეთა. ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა კოსოვოში ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობის განმუხტვისთვის არის აუცილებელი. ვუჩიჩი აპირებს მიმართოს ნატო-ს მისიას, რათა მათ უფლება მისცენ ბელგრადს, კოსოვოში სერბული პოლიცია და შეიარაღებული ძალები განალაგოს. მანამდე, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ეთნიკური სერბები ცხოვრობენ, ქუჩებში არეულობა იყო, ისმოდა სროლის ხმაც, ამის გამო კოსოვოში 18 დეკემბერს დაგეგმილი მერების არჩევნები 23 აპრილამდე გადადეს.