კოსოვო-სერბეთის მორიგების მცდელობა

მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ, კოსოვოსა და სერბეთის ლიდერები გარკვეულ დათმობებზე წასვლას ცდილობენ.

სასწორზე ევროკავშირის წევრობა დევს, რომლისთვისაც ორ ქვეყანას ურთიერთობების ნორმალიზება მოუწევს. კოსოვოს პრემიერის ბოლო განცხადებაში, შერბილებული ტონის ფონზე, მზაობაც შეინიშნება, შეასრულოს ბრიუსელის გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუმცა გარკვეული პირობებით. პარალელურად სერბეთის პრეზიდენტი ცდილობს დაითანხმოს კანონმდებლები, ევროკავშირის გეგმას მხარი დაუჭირონ.

ჩნდება თუ არა გაყინული კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა, – სალომე თორაძე დეტალებით.