საბრძოლო მზადყოფნა სერბეთის არმიაში

სერბეთის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა ცხადდება.

გადაწყვეტილება კოსოვოსთან ურთიერთობების გამწვავებას უკავშირდება. ბელგრადი საგანგებო ზომების მთავარ მიზნად კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბების უფლებების დაცვას აცხადებს. დაძაბულობის ეპიცენტრი კოსოვოს ჩრდილოეთია, სადაც სერბებს გზებზე ბარიკადები აქვთ აღმართული და ადმინისტრაციისგან ეთნიკური ნიშნით დევნის შეწყვეტას ითხოვენ. ორივე მხრიდან საკმაოდ მძიმე განცხადებები და პროგნოზები კეთდება. სერბეთი ნატოსგან კოსოვოში ჯარის შეყვანას ნებართვას ითხოვს. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, თუმცა სერბები ამ გამოყოფას არ აღიარებენ.