საყდრისის კომიტეტი: RMG GOLD-ი ბნელი ხევის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას გეგმავს
საყდრისის კომიტეტის ინფორმაციით, 30 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბნელი ხევის ტერიტორიაზე RMG GOLD-ი მძიმე ტექნიკის შეყვანას გეგმავს.
კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, კომპანია უახლოეს დროში კარიერული წესით ოქროს მოპოვებას გეგმავს. ისინი აპირებენ, წერილით მიმართონ კულტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და მოითხოვონ პროცესის შეჩერება.