ტანძიის მოსახლეობა RMG Gold-გან ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს
ტანძიის მოსახლეობა RMG Gold-გან ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს

ბოლნისის რაიონში საპროტესტო აქცია მე-17 დღეა მიმდინარეობს.

სოფელ ტანძიის მოსახლეობა კომპანია RMG Gold-გან მდინარე ხრამის ხეობის ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე დაწყებული სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

ადგილობრივები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც ხეები გაიჩეხა და ფიჭვის ნერგებს დარგავენ.

დღესვე ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე გაიშლება კარავი, სადაც ადგილობრივები მორიგეობას დააწესებენ, რომ კომპანიამ სამუშაოების გაგრძელება ვერ შეძლოს.