ხრამის ხეობის მისასვლელთან სოფლის მოსახლეობა დაცვის პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდა

13:45, 26.04.2018

ბოლნისის რაიონში, ხრამის ხეობის მისასვლელთან აქციის მონაწილეები დაცვის პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

ავტობუსს, სადაც დაცვის თანამშრომლები ისხდნენ, მოსახლეობამ გზა გადაუკეტა. მათი ვარაუდით, კომპანია RMG Gold-ი საგუშაგოზე დაცვის ჩაყენებას აპირებს.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაცვის პოლიციის თანამშრომლები უკან დაბრუნდნენ.

ბოლნისის რაიონში საპროტესტო აქცია მე-17 დღეა მიმდინარეობს.

სოფელ ტანძიის მოსახლეობა კომპანია RMG Gold-გან მდინარე ხრამის ხეობის ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე დაწყებული სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

ადგილობრივები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც ხეები გაიჩეხა და ფიჭვის ნერგების დარგვას და კარვის გაშლას აპირებენ.

 

მსგავსი