„მუსიკალური საღამოები“ რეგიონებში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მუსიკალური საღამო გაიმართება. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიებისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გასართობი-შემეცნებითი აქტივობები, ფერადი და მხიარული კარნავალი, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. საღამო დასრულდება კონცერტით.