ვაქცინაციის პროცესი

საქართველოს პრემიერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაური რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ექიმებს შეხვდა და რეგიონში ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე, როგორც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებაზე.

დატოვე კომენტარი