აქცია ხაიშში

საპროტესტო აქცია იმართება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში.

სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები დახმარებას ითხოვენ. მათი განმარტებით სოფელში გახშირდა საქონლის ქურდობის ფაქტები და ყოველთვიურად საძოვრებიდან ათობით საქონელი იკარგება. აქციაზე მივიდა თეთრიწყაროს მერი. გიორგი ქორიძის განმარტებით მუნიციპალიტეტი სამართალდამცავებთან ერთად აქტიურად მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად. საუბარია სოფლის მიმდებარედ სათვალთვალო კამერების მონტაჟზე. ასევე მწყემსის დაქირავებაზე, რომელიც სოფელს არ ყავს. რაც შეეხება კომპენსაციებს, ქორიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტს კომპენსაციის გადახდის რესურსი და ვალდებულება არ გააჩნია.