თბილისში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა ფიცი დადეს. 177-მა სამხედრომ საწყისი საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი გაიარა.
სწავლება ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებას ითვალისწინებდა.
ფიცის დადების შემდეგ რეკრუტები აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის, განათლების სარდლობის, ავიაციის სარდლობისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.