ფიცის დადების ცერემონიალი

18:11, 14.08.2020

დღეს ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების ათკვირიანი კურსი გაიარეს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ივნისიდან, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ. გარდა ამისა, რეკრუტების გადამზადება ასევე ივნისის თვიდან, თანამედროვე, ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისად ხდება.

მსგავსი