აშშ-ის პრეზიდენტის მუქარა ირანს

აშშ-ის პრეზიდენტი ირანს 52 სამიზნე იერიშით დაემუქრა. მათ შორის მოხვდა კულტურული ძეგლებიც. მუქარის შემცველი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა. ტრამპის თქმით, „ თუ ირანი გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო შურს იძიებს, აშშ-ის პასუხი იქნება სწრაფი და ძლიერი“.

მანამდე ირანი დაიმუქრა, რომ უკვე განსაზღვრა 53 ამერიკული სამიზნე ახლო აღმოსავლეთში, რომელზეც შურისძიების მიზნით, იერიშს მიიტანს. ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, შტატებმა ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამი ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო გაგზავნა.