რამდენიმე საათში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება ძალაში შევა

რამდენიმე საათში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება ძალაში შევა. ხვალ 15:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი ფიცს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე დადებს. პირველად ქვეყნის ისტორიაში მოქმედი და ახლად არჩეული პრეზიდენტები, ინაუგურაციაზე ერთად იქნებიან.

გენერალური რეპეტიცია უკვე დასრულებულია, ცერემონიისთვის თითქმის ყველაფერი მზად არის. ახლა წითელი ხალიჩა უნდა დააგონ და ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ისტორიული დროშები აღმართონ.

ჟანა დიდებაშვილი დილიდან ადევნებს თვალს სამზადისის პროცესს და ის ახლა ბოლო ინფორმაციით გვერთვება.