მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა
მეოთხე მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია შტაბის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.
შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ ქართულ კონტინგენტს სიტყვით მიმართა. მან მისიის წარმატებით შესრულებისთვის მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის გაძლიერებულ ასეულს მადლობა გადაუხადა, ახალ ასეულს კი წარმატება უსურვა. ჯარისკაცები სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებენ.