პუტინის განკარგულება - ფინანსთა მინისტრის გამოხმაურება

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს ფინანსთა მინისტრიც გამოეხმაურა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეს არის რუსეთის ხელისუფლების პირადი გადაწყვეტილება და რაც შეეხება სანქცირებული ავიაკომპანიებს, ლაშა ხუციშვილის თქმით, ისინი ჩვენს ქვეყანაში ფრენებს ვერ განაახლებენ. ფინანსთა მინისტრმა ეს განცხადება საქართველოს ეროვნულ ბანკში, სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრაზე გააკეთა.