პუტინის განკარგულება – ფინანსთა მინისტრის გამოხმაურება

12:11, 11.05.2023

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს ფინანსთა მინისტრიც გამოეხმაურა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეს არის რუსეთის ხელისუფლების პირადი გადაწყვეტილება და რაც შეეხება სანქცირებული ავიაკომპანიებს, ლაშა ხუციშვილის თქმით, ისინი ჩვენს ქვეყანაში ფრენებს ვერ განაახლებენ. ფინანსთა მინისტრმა ეს განცხადება საქართველოს ეროვნულ ბანკში, სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრაზე გააკეთა.

მსგავსი