სავალდებულო ტექდათვალიერების გავლა იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებსაც მოუწევს
სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შემდეგ, სავალდებულო ტექდათვალიერების გავლა იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებსაც მოუწევს.
ტექნიკური ინსპექტირების ახალი ეტაპი პირველი ივლისიდან დაიწყება. კომპანიებს მოსამზადებლად, ინსპექტირების ცენტრებს კი ხარვეზების გამოსასწორებლად თითქმის 3 თვე აქვთ. ექსპერტები სხვა პრობლემებთან ერთად პერსონალის ნაკლებობაზეც საუბრობენ.
რა გეგმა აქვს ეკონომიკის სამინისტროს, მარიამ აფციაური გიამბობთ.