უცხოური ინვესტიციები საქართველოში

საქართველოში უცხოურმა ინვესტიციებმა 316 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 61.5%-ით ნაკლებია წინა წლის მესამე კვარტლის მონაცემზე. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას ობიექტური ფაქტორები განაპირობებს. 2023 წლის მესამე კვარტალში სავალო ვალდებულებები 719 მილიონი დოლარით შემცირდა, ამასთანავე, სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების მაჩვენებელი მესამე კვარტალში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30.5%-ით არის გაზრდილი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.