ტაქსების რეგულაცია რეგიონებში

ვნებათაღელვაა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის გარშემო.

ტაქსებზე რეგულაციები რეგიონებშიც უნდა ამოქმედდეს. საქმიანობის ნებართვის მიღება სავალდებულო გახდება, რისთვისაც მძღოლებს გარკვეული სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ. მგზავრებისგან გასხვავებით, უკმაყოფილოები არიან მძღოლები. ახალი სტანდარტების ძალაში შესვლის შემდეგ, მათ დიდი ალბათობით დამატებითი ხარჯების გაღება მოუწევთ.