სავაჭრო ობიექტების სავალდებულო დაზღვევა

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ მოვაჭრეთა დიდ ნაწილს გასაყიდი საქონელი დაზღვეული არ ჰქონდა. ამიტომ დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლებისგან ელოდებიან.

კანონი, რომელიც მსგავსი ობიექტების სავალდებულო დაზღვევას ითვალისწინებს, პირველი მარტიდან უნდა შევიდეს ძალაში. დოკუმენტის მიხედვით, მასობრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ამოქმედდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ობიექტების მფლობელებს სავალდებულო სადაზღვევო პაკეტების შეძენა

მოუწევთ.

ახალი დადგენილებით, ერთი დაზარალებული მოვაჭრისთვის მიყენებული ზარალი მაქსიმუმ 15 000 ლარით ანაზღაურდება.