ნათია თურნავას განცხადება

რატომ არ იხსნება ბაზრობები – ამ საკითხზე განმარტებას ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აკეთებს. ნათია თურნავა მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვას ასახელებს და ამბობს, რომ რეკომენდაციების შესრულება და მისი მონიტორინგი სავაჭრო ცენტრებში შესაძლებელია, თუმცა რთული იქნებოდა ღია ტიპის ბაზრობების ტერიტორიაზე. თურნავა ასევე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მოსახლეობისა და მათ შორის ბაზრობებზე დასაქმებულების უსართხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის არგუმენტით მიიღო.