შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი

რეგულაციების შემსუბუქების ახალი ეტაპი ზამთრის კურორტებსაც შეეხო. დილიდან უკვე საბაგიროები გაიხნა. ადგილზე აუცილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა.

სამთო კურორტებზე სასტუმროებმა მუშაობა 25 თებერვლიდან განაახლეს, თუმცა ამ დრომდე არ მუშაობდა საბაგირო. შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი 15 მარტსაა დაგეგმილი. ერთ კვირაში მუშაობის უფლება ფიტნესკლუბებსაც ექნებათ.

დატოვე კომენტარი