კორონავირუსი - შეზღუდვები

მორიგი შეხვედრა ბიზნესსექტორთან. მთავრობის ადმინისტრაციაში ღია და დახურული ბაზრობების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრის თემა ბიზნესსაქმიანობის განახლებისთვის აუცილებელი ნაბიჯები იყო. მთავრობა ობიექტებს დამატებითი ზომების გატარებას სთხოვს.

კონკრეტულად ბიზნესსუბიექტები ვალდებული იქნებიან, ყოველ ორ კვირაში ერთხელ „პისიარ ტესტირება“ ჩაუტარონ თანამშორმლების არანაკლებ 20 პროცენტს. ამასთან ერთად, ძალაში რჩება აქამდე მოქმედი ყველა სხვა რეგულაციაც. ბაზრობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პირველ თებერვლამდე მზად არიან, დააკმაყოფილონ ყველა აუცილებელი მოთხოვნა.