კორონავირუსი - მონიტორინგი ბაზრობებსა და მეტროსადგურებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს. ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარეობს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების მონიტორინგი.

უწყების თანამშრომლები ტერიტორიაზე მოქალაქეების მიერ პირბადეების ტარებას აკონტროლებენ და მათ უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ. მონიტორინგი მიმდინარეობს ასევე მეტროსადგურების ტერიტორიაზე. ასევე, უსაფრთხოების გამკაცრების მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება მომსახურების სააგენტოს ყველა სამსახურში. სააგენტო, სრულად ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, სერვისების მისაღებად სააგენტოში პირბადით გამოცხადდნენ.

დატოვე კომენტარი