სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანაშრომლების პროტესტი გრძელდება. მოთხოვნები უცვლელია: ხელფასების მატება და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა. აქცია ჯერ სასწრაფოს ცენტრის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართა. მონაწილეებმა მინისტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა დისკუსია მხარეებს შორის. მედიკოსების თქმით, მედიაციის პროცესი, რომელიც არაერთხელ გაიმართა, უშედეგო აღმოჩნდა და ხელფასის 10%-იან მატებას, რომელიც შესთავაზეს, არ დათანხმდებიან.