რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. მოთხოვნები კვლავ უცვლელია. სამედიცინო პერსონალი კლინიკის შენობის დემონტაჟს ეწინააღმდეგება და შეუფერხებლად მუშაობის გაგრძელებასა და კლინიკის დირექტორის, ზაზა ავალიანის გადაყენებას ითხოვს. ხვალ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც მან კლინიკის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მედპერსონალს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. როგორც საავადმყოფოს თანამშრომლები აცხადებენ, მათ ხვალინდელი შეხვედრისგან დიდი მოლოდინი არ აქვთ და მიაჩნიათ, რომ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული არ იქნება.