სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასები ისევ იზრდება.
მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 10 %-ით გაზრდილ ყოველთვიურ ანაზღაურებას სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები და ცენტრალური სადისპეტჩეროს წარმომადგენლები აიღებენ. საერთო ჯამში გაზრდილ ხელფასს 4 ათასამდე ადამიანი მიიღებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სექტორში დასაქმებულებს ხელფასი 2024 წლიდან კიდევ 10 %-ით გაეზრდებათ.