გარემოვაჭრეების აქცია გორში

აქცია გორში. ქართლისა და გურამიშვილის ქუჩებზე გარე მოვაჭრეები არიან შეკრებილი, ისინი გარე ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები. ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში შესთავაზა, სადაც ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ სიმბოლურ ფასად შეძლებენ. თუმცა, ამ შეთავაზებას ისინი არ თანხმდებიან. აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა მერიასთან გადაინაცვლა და მერთან შეხვედრას ითხოვენ.