საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს კიდევ 15 სპეცმანქანა შეემატა. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით რთულ რელიეფზე გადაადგილება და ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ოპერატიულად იქნება შესაძლებელი. რეგიონებში სასწრაფოს ავტოპარკის განახლება 2014 წელს დაიწყო და ძველი ავტოტრანსპორტი ახალი სპეცმანქანებით სრულად ჩანაცვლდა.