სასულიერო პირების პროტესტი მარიხუანის კანონპროექტს. სავარაუდოდ დღეს დაზუსტდება, როგორი იქნება სამღვდელოების სამოქმედო გეგმა და გაგრძელდება თუ არა პროტესტი ქუჩაში.
წუხელ ღამითვე სასულიერო პირებმა მრევლს მოუწოდეს, დილიდან სამების საკათედრო ტაძარში მისულიყვნენ, სადაც ტრადიციულად საკვირაო წირვა და ქადაგება იმართება. მოგვიანებით დაგეგმილია საპროტესტო მსვლელობა.