ფინანსთა მინისტრის გზავნილი ბანკების მისამართით. მამუკა ბახტაძე მაღალი საპროცენტო განაკვეთებით უკმაყოფილოა.
მთავრობის წევრი მიიჩნევს, რომ საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს და მცირე ბიზნესის განვითარებას ხელს არ უწყობს. სწორედ ამ მიზეზით, მინისტრი მეწარმეებისთვის ახალ ინიციატივას ახმოვანებს.
მთავრობა სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას იწყებს, რაც დამწყები ბიზნესმენებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას და ბანკებთან შუამდგომლობას ითვალისწინებს. იგულისხმება იმ მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსება, რომელთა პროექტებს ბანკი მოიწონებს, თუმცა გეგმების განსახორციელებლად მათ არასაკმარისი კაპიტალი ექნებათ.