ციხეში დასაქმებულ მსჯავრდებულებს მომავალი წლიდან მუშაობის სანაცვლოდ, შესაძლოა, სასჯელის ვადა შეუმცირდეთ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სასჯელაღსრულების მინისტრის მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდება. თუმცა, მოსალოდნელი ცვლილება მხოლოდ დაბალი რისკის მატარებელ პატიმრებზე გავრცელდება.
მოდელი, რომელზეც კახიშვილის უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს, ამერიკის შეერთებულ შტატებშია დანერგილი, სადაც დასაქმებული მსჯავრდებულების რაოდენობა პატიმრების თითქმის 90%-ს შეადგენს. მეტიც, ამერიკაში პატიმრების დასაქმებამ იმდენად ფართო მასშტაბი შეიძინა იაფი მუშახელის გამო, რომ ტერმინი ციხის ეკონომიკაც კი გაჩნდა.
საქართველოში დასაქმებული მსჯავრდებულების მაჩვენებელი, ჯერჯერობით, 6%-ს ოდნავ აჭარბებს. კახიშვილის პროექტის მიზანი, მსჯავრდებულების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მუშაობის მიმართ მეტი ინტერესის გაჩენაა.
ხათუნა გაგნიძე გვეტყვის, რა რეაქცია მოჰყვა მინისტრის განცხადებას ციხეებში.