N18 დაწესებულებაში არსებული პირობების გაცნობა 

რა პირობებია ციხის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი უნდა მოათავსონ. კლინიკა იუსტიციის მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად დაათვალიერა. ადგილზე იმყოფებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორიც.

ციხის საავდმყოფოში მათ დაწესებულების ლაბორატორია და რეანიმაციული განყოფილება დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ყველა იმ სერვისს, რასაც დაწესებულება მსჯავრდებულ პაციენტებს სთავაზობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მე-18 სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურა და სამედიცინო სერვისები მაღალკვალიფიციური კლინიკის სტანდარტებსა და მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.