„წამების გაკვეთილები – გეშინოდეს ისტორიის“ #გამომძიებელი #რეპორტიორი
- წამების ცნობილი საქმეების აქამდე უცნობი გარემოებები.
- პარადოქსი: ახალი ხელისუფლების მიერ წამებაში მონაწილეთათვის წარდგენილი ბრალი და წამების მსვერპლთათვის უცვლელად დატოვებული განაჩენები.
- საერთო ციხე – მწამებლისა და მსხვერპლისათვის. ფილმის გმირები საჯაროდ, ღირსების დანდობის გარეშე ყვებიან გამოვლილ სისასტიკეზე.
- ფაქტები, რომელთა დამადასტურებელ მასალას ამ ფილმში პირველად ნახავთ.
- წამების ქრონიკები გლდანის ციხიდან.
- იქ, სადაც ახლა ასობით ადამიანის ხმაშეწყობილი პროტესტი ისმის, მაშინ ჩვენს მდუმარებაში ძნელად თუ აღწევდა ღირსებააყრილი კაცების გოდება.
- დოკუმენტები, რომლებიც ამხელენ ხელისუფლების პირველი პირების მიერ გლდანის ჯალათების წაქეზებას.
„გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი „წამების გაკვეთილები – გეშინოდეს ისტორიის“
მასალა წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ამ ოფიციალური გვერდის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.