დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ზუგდიდის მერთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში, რიყესა და შამგონაში დევნილებისთვის დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები მოინახულა. სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გრანტი 15 დევნილს გადაეცა. დაფინანსების საშუალებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სათბურები მოაწყვეს, რაც მათთვის დღეს უკვე შემოსავლის წყაროა. განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და მასში მონაწილეობის მიღება, დევნილებთან ერთად, ეკომიგრანტებსაც შეუძლიათ.