სასამართლოს გადაწყვეტილება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, 7 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირს სამეწარმეო საქმიანობის უფლება უვადოდ ჩამოერთვა და 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

განაჩენით, მსჯავრდებულის საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული დაახლოებით 500 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.