სასამართლო სხდომა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დისტანციურად წარიმართა. გამოძიება 60 წლის მამაკაცს მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას ედავება. 60 წლის კაცი ქუთაისში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანთან სცადა. საგამოძიებო ორგანომ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც მოზარდმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. მის დაკავებას ხმაური მოჰყვა. ინციდენტზე გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 60 წლის მამაკაცს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მოამბე