სარეზერვო სამსახურის ახალი პროგრამა

თავდაცვის სამინისტრო რეზერვისტების მიღებას იწყებს.

ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან, თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში ჩართვა ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. მსურველი თავდაცვის სამინისტროსთან 5-წლიან კონტრაქტს აფორმებს და თითო წლის განმავლობაში 45-დღიან მომზადებას გადის. მისი წლიური მინიმალური ანაზღაურება კი 2700 ლარია. ასევე 18-22 წლის ჩათვლით სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

დატოვე კომენტარი