გელათში კედლის დაზიანებული მხატვრობის აღდგენა იწყება.
ღვთისმშობლის შობის ტაძარში შერჩეულია 21 ადგილი, რომლებიც არასწორი გადახურვის გამო წყლის ჩასვლის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა. რთულ სამუშაოებს იტალიელი და ინგლისელი სპეციალისტები ჩაატარებენ, რომლებიც მდგომარეობას საკმაოდ მძიმედ აფასებენ.
სპეციალისტების პროგნოზით, რეაბილიტიაციის პროცესი საკმაოდ გრძელვადიანი იქნება. ყველა სამუშაო კი, რაც ტაძარში იგეგმება დეტალური დაკვირვების შედეგად განხორციელდება. უკვე არსებულ დროებით გადახურვაზე იუნესკოს რეკომენდაციით, გადაწყდა კიდევ ერთი დროებითი გადახურვა მოწყობა.