ქართველი პილიგრიმები ისრაელში - „მოამბე“ იერუსალიმიდან

ვნების კვირა და მზადება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის.

„მოამბე“ წმინდა მიწაზეა. მაცხოვრის შობის ტაძარში დღეს დიდი ხუთშაბათის მსახურება ჩატარდა. სახარების მიხედვით, სწორედ დღეს დააწესა მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო. ხვალ კი წლის ყველაზე მძიმე დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. იერუსალიმში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მომლოცველები ხვალ კიდევ ერთხელ გაივლიან ვია დოლოროსას გზას – გზას, რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმის წინ გოლგოთამდე განვლო. მათ შორის იქნებიან საქართველოდან ჩასული მომლოცველებიც.

თეონა ხუბულავა იერუსალიმიდან.