საქველმოქმედო მარათონი „გარბენი უკრაინისთვის“ იმართება

კახეთში მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება იმართება. „გარბენი უკრაინისთვის“ – ამ სახელწოდების ქვეშ დღეს ასობით ადამიანი გაერთიანდა. მონაწილეების რეგისტრაციის საფასური მთლიანად მოხმარდება ომით დაზარალებულ უკრაინელებს. ამ დროის მონაცემებით, რეგისტრაცია 2000-მდე ადამიანმა გაიარა. ადგილზე უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა. გარბენის დისტანცია 8 კილომეტრია და ის სოფელ გრემთან დასრულდება. გამარჯვებულები ქალებისა და მამაკაცების კატეგორიებში გამოვლინდებიან.