საქველმოქმედო მარათონი - Wings for Life იმართება

უკვე რამდენიმე საათია, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მარათონი Wings for Life World Run მიმდინარეობს. პროფესიონალი მორბენალები და მოყვარულები, ასევე ეტლით მოსარგებლეები ერთი მიზნით, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად, მსოფლიოსთან ერთიანდებიან. საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას, ტრადიციულად უერთდება საქართველოც. მარათონში საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ქველმოქმედების მიზნით შეკრებილი მოქალაქეები, რბოლას ეტაპობრივად გამოეთიშნენ. ამ წუთისათვის „დინამო არენაზე“ 10-მდე მორბენალი რჩება.