საქველმოქმედო მარათონი - ლვოვის სიმფონიური ორკესტრი თბილისში

სოლიდარობის კიდევ ერთი საღამო – რამდენიმე წუთში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო მარათონი დაიწყება, რომელიც პოლონეთში დაწყებული მუსიკალური მარათონის ნაწილია.

სცენაზე ლვოვის სიმფონიური ორკესტრი წარდგება. კონცერტში ქართველი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. იქნება სპეციალური სტუმარიც კიევიდან.

შემოსული თანხა უკრაინელების მხარდასაჭერად გადაირიცხება.