საქველმოქმედო ღონისძიება

კერძო უფასო სასადილო “სოციალური სახლის” დასახმარებლად საქველმოქმედო პოეზიის საღამო გაიმართა. სასადილო 120 ბენეფიციარს ემსახურება. საღამოს ორგანიზატორების განცხადებით, „სოციალური სახლი“ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, როგორიცაა გაზრდილი კომუნალურებისა და ფართის იჯარის საფასური. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა კომპანიას დახმარებისკენ მოუწოდებენ.

მოამბე