კულტურის სამინისტროს კონკურსი

კულტურის სამინისტროს კიდევ ერთი ახალი კონკურსი, რომლის მიზანია, „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობა“. საპრიზო თანხა 100 000 ლარს შეადგენს. მსგავსი კონკურსი 2021 წელსაც ჩატარდა და მისი ბიუჯეტი იყო 50 000 ლარი. დაფინანსდა ოთხი პროექტი, რომელმაც მოიცვა 435 ბენეფიციარი.