კულტურის სამინისტროს კონკურსები

კულტურის სამინისტრომ ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება დააფინანსებს საერთაშორისო ფესტივალებსა და მასტერკლასებს კინოს, თეატრის, ფოტოს, ანიმაციისა და თანამედროვე მუსიკის მიმართულებით. დედაქალაქის პროფესიულ თეატრებს ხელი შეეწყობათ საქართველოს რეგიონებში წარმოადგინონ საკუთარი სპექტაკლები. დაფინანსდება ქართული ესტრადისა და ფოლკლორული კოლექტივების კონცერტების რეგიონებში. კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დაეხმარება ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების განხორციელებაში. კონკურსის შედეგები სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გამოცხადდება.