საქველმოქმედო ღონისძიება უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად
15:43, 09.05.2022
უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად რობერტ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. უფროსკლასელებმა კი საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.