ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდმა „ნატვრის ხემ“, გორის რაიონის სოფელ ორთაშენში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოთხი წლის ბიჭს სპეციალური ეტლი გადასცა. ფონდის წარმომადგენლების ცნობით, სპეციალური ეტლი, რომელიც მოზარდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოში ამ ეტაპზე არ იყო ხელმისაწვდომი და „ნატვრის ხემ“ პატარა ტატოსთვის სპეციალურად ჩამოიტანა. ბავშვის მკურნალი ექიმის თქმით, ეტლი პატარას დაეხმარება გადაადგილებაში და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ მას სხვა ორგანოები არ დაუზიანდეს.