საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება 35 წლის ნათია ქანთარიას სჭირდება. ახალგაზრდა ქალს შუბლის არეში გლიომა, მოზრდილი ზომის სიმსივნური წარმონაქმნი დაუდგინდა. პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოჯახს არ აქვს ძვირადღირებული ოპერაციისთვის აუცილებელი თანხა და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. ყველას, ვისაც აქვს 35 წლის ნათია ქანთარიას დახმარების შესაძლებლობა და სურვილი, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.