17 წლის ნინი კვანჭიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

17 წლის ნინი კვანჭიანს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მას 2020 წლის ივნისში იუნგის სარკომის მეოთხე სტადია დაუდასტურდა. ამჟამად  გერმანიაში, ფრაიბურგის ონკოჰემატოლოგიის ცენტრში მკურნალობს და სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია.

ნინის გადარჩენისთვის საჭიროა 30 000 ევრო, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. 17 წლის ნინის დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე.